ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო, რომელიც ულტრათანამედროვე, გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუძულის მოწყობას გულისხმობს.
3 სექტემბერს გაიმართა პროექტის საძირკველის ჩაყრისა და კაფსულის ჩაგდების ცერემონია.
ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ თანადამფუძნებელი ფრიდონ ქათამაძე.
„Ambassadori Batumi Island”-ის მშენებლობას კომპანია „FK Development”-ი ახორციელებს, რომელსაც სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით 22 წლიანი გამოცდილება აქვს.